ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

ჯანმრთელობის კლინიკა და შეხვედრა ევროკომისართან იოჰანეს ჰანსთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტისა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ქობულეთის მუნიციპალიტეტების აგროსერვის ცენტრის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე მცენარეთა ჯანმრთელობის კლინიკა მოეწყო,  რაც  ფერმერებისა და სხვა დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებების დიაგნოსტირებას და კონსულტირებას ითვალისწინებდა.

ჯანმრთელობის კლინიკას საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ევროპული სამეზობლო  პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი  დაესწრო და ინსტიტუტის თანამშრომლებს გაესაუბრა. ევროკომისარი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ დანელიასთან ერთად აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრს სტუმრობდა. მათ კმაყოფილება გამოთქვეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე სოფლის მეურნეობის დარგში რეგიონის წინსვლისა და განვითარებისთვის.
ღონისძიების მონაწილეებს   მცენარეთა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების საინფორმაციო ბუკლეტები გადაეცათ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა