ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტს ავსტრალიის ეკონომიკის, ტრანსპორტის და რესურსების სახელმწიფო დეპარტამენტის წამყვანი მეცნიერი, სელექციონერი, ფიტოპათოლოგი მეთიუ როდა ეწვია. მეცნიერი ინსტიტუტში მიმდინარე კვლევით მიმართულებებს გაეცნო და ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად ქობულეთის აგროსერვისცენტრი მოინახულა. მეთიუ როდამ ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ზოგიერთი სასოფლო სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის, ნეგატიური ზემოქმედებისაგან დაცვის, კვალიფიკაციის ამაღლების და სხვადასხვა ტრენინგების ჩატარების მიმართულებით.
უკან |