ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში- „ბიომრავალფეროვნება და საქართველო“

სურათი

19-20 მაისს,  საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია ,,ბიომრავალფეროვნება და საქართველო“  გაიმართა. კონფერენცია სამკურნალო მცენარეთა განყოფილების 100 წლისთავს მიეძღვნა და მასში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად  ბათუმის  ბოტანიკური ბაღი, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.

სამეცნიერო მოხსენებები წარმოადგინეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლებმა. ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ბიოლოგიის დოქტორმა მარიამ მეტრეველმა პრეზენტაციები წარადგინა ბიოლოგიის დეპარტამენტის დოქტორანტებთან: ჯულიეტა ჯაყელთან (სამეცნიერო ხელმძღვანელი: მარიამ მეტრეველი),  დალი ბერიძესთან, (სამეცნიერო ხელმძღვანელები: ალიოშა ბაკურიძე, მარიამ მეტრეველი), ნანა აბაშიძესთან, (სამეცნიერო ხელმძღვანელები: ფერიდე ჩაიძე, ალეკო კალანდია), ლანა კოდანოვთან,(სამეცნიერო ხელმძღვანელები: ალიოშა ბაკურიძე, მარიამ მეტრეველი) და  მარიამ კანდელაკთან (სამეცნიერო ხელმძღვანელი: მარიამ მეტრეველი) ერთად. მოხსენებები  სამკურნალო მცენარეთა მრავალფეროვნების, მათი დაცვისა და მდგრადი გამოყენების, სამკურნალო მცენარეთა ტრადიციული ცოდნისა და მათ მეცნიერულ შესწავლაში არსებული სიახლეებს შეეხებოდა.

კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა  აჭარის რეგიონში ბათუმის ბოტანიკური ბაღს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უნივერსიტეტთან არსებული ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტს შორის  მჭიდრო თანამშრომლობა და საერთო პროექტების განხორციელების ტრადიცია.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა