ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტს ბოტანიკური ბაღისაგან საჩუქრად ნერგები გადაეცა

სურათი

6 მაისს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეგზოტურ მცენარეთა დეპარტამენტის საკოლექციო სათბურიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტს  საჩუქრად 42 სახეობის 216 ნერგი გადაეცა .  ნერგები  ინსტიტუტის საკუთრებაში არსებულ სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობისთვის განკუთვნილი ქობულეთის ყოფილი სამკურნალო მცენარეთა ზონალური სადგურის 5,2 ჰა მიწის ნაკვეთის განაშენიანებას ითვალისწინებს.  


ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორმა გურამ მემარნემ და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ მარიამ მეტრეველმა, ბოტანიკური ბაღისა და ინსტიტუტის თანამშრომლებმა: გია ბოლქვაძემ, თამარ ცხოიძემ, ფერიდე ჩაიძემ, ჯულიეტა ჯაყელმა, ვენერა რიონიძემ, მზევინარ ფუტკარაძემ, რამაზ ჭაღალიძემ.

მხარეებმა ერთმანეთს აღუთქვეს მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოება სამეცნიერო, სადოქტორო თუ სამაგისტრო პროგრამების განხორციელების მიზნით. ნერგების გადაცემა   ბათუმის  ბოტანიკურ ბაღსა და ბსუ-ს შორის    გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მოხდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა