ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

ფბ ინსტიტუტის თანამშრომლობა „აგროსერვისცენტრთან“ და 2015 წლის ანგარიშის მოსმენა

სურათი

2014 წელს მჭიდრო სამეცნიერო და პროფესიული თანამშრომლობისა და ერთობლივი კვლევების მიზნით ფბ ინსტიტუტსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ,,აგროსერვისცენტრს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რის საფუძველზეც  ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ნელი ხალვაში და გალინა მეფარიშვილი აწარმოებდნენ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ჩაქვის ციტრუსების საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთის კოლექციის ახალინტროდუცირებული ჯიშების შესწავლაზე. კვლევა მიმდინარეობდა გაეროს განვითარების ფონდის ,,ENPARD AJARA” პროგრამის ფარგლებში.

25 თებერვალს სასტუმრო ,,შერატონში“ ENPARD AJAR პროგრამის ფარგლებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ,,აგროსერვისცენტრში“ განვლილ პერიოდში ჩატარებული სამეცნიერო კვლევების შედეგების ანალიზის პრეზენტაცია გაიმართა. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, კვლევები მნიშვნელოვანია რეგიონში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებისა და ახალი კულტურების დანერგის მიზნით.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და აკადემიკოსები, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის საზღვაო აკადემიის წარმომადგენლები, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტისა და სხვა კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერები. 
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა