ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

საერთაშორისო სემინარი ყირგიზეთში

სურათი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერ - თანამშრომლებმა გალინა მეფარიშვილმა და მაკა მურადაშვილმა მონაწილეობა მიიღეს 22-25 თებერვალს ყირგიზეთში, ქალაქ ბიშკეკში გამართულ საერთაშორისო სემინარში. სემინარის   თემას წარმოადგენდა: ,,კარტოფილის მურა სიდამპლის გამომწვევი ბაქტერიული პათოგენის (Ralstonia solanacearum) მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა დ ფიტოსანიტარული რისკის შეფასების მეთოდები“. დაავადება მურა სიდამპლე წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას კარტოფილის, პომიდვრისა და სხვა კულტურათა წარმოებისთვის, ამიტომ მის გამომწვევ პათოგენს (Ralstonia solanacearum) ბევრ ქვეყანაში საკარანტინო ობიექტის სტატუსი აქვს მინიჭებული და  მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ის პირები და მეცნიერები, რომლებიც სახელმწიფოებრივ და საერთაშორისო დონეზე უფლებამოსილნი და დაკავებული  არიან ფიტოსანიტარიის საკითხებით.
სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს დელეგატებმა ცენტრალური აზიიდან (ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი) და საქართველოდან. გალინა მეფარიშვილი და მაკა მურადაშვილი მიწვეული იყვნენ ექსპერტების რანგში. ისინი მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკის დარგში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერების მიღწევების შესახებ მოხსენებებით წარსდგნენ.
შუა აზიის სემინარი ჩატარდა დიდი ბრიტანეთის გარემოსა და სურსათის სააგენტოს (UK Food and Environment Research Agency (FERA) მეცნიერების ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით. მისი მიზანი იყო რეგიონში კარტოფილის მურა სიდამპლის ფიტოსანიტარული ზედამხედველობის გაძლიერების, დიაგნოსტიკისა და გამოცდილების გაზიარების მხარდაჭერა აღნიშნულ დარგში სიფხიზლის გაძლიერებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის ხარჯზე.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა