
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში აკადემიური საბჭოს გამსვლელი სხდომა გაიმართა. ინსტიტუტის მკვლევრებმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში წარმოებული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგები და 2016 წლის სამეცნიერო პროგრამები განიხილეს. შეხვედრაზე ფიტოპათოლოგიის, ბიომრავალფეროვნების, კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის მიმართულებით ანგარიში მთავარმა მეცნიერ-თანამშრომლებმა: ზოია სიხარულიძემ, მარიამ მეტრეველმა და იზოლდა მაჭუტაძემ.



უკან |