ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

პათოგენური მოკროორგანიზმების გენომის სექვენირება

სურათი
ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა გალინა მეფარიშვილმა და მეცნიერ-თანამშრომელმა, ბიოლოგიის დეპარტამენტის მე-3 კურსის დოქტორანტმა მაკა მურადაშვილი-შამილიშვილმა თბილისში, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში გაიარეს ტრენინგი პათოგენური მოკროორგანიზმების გენომის სექვენირების საკითხებზე. მკვლევრები გაეცნენ საკარანტინო ბაქტერიული პათოგენის Ralstonia Solanacearum-ის მიმართ სპეციფიკურ ბაქტერიოფაგებთან მუშაობის პრინციპებს.
 
ტრენინგები ჩატარდა „კარტოფილის საკარანტინო დაავადების - მურა სიდამპლის შესწავლა და მასთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიებების შემუშავების“ (შოთა რუსთაველის ეროვნული-სამეცნიერო ფონდის პროექტი FR/460/10-101/14),  „მცენარეთა საკარანტინო ბაქტერიული პათოგენის Ralstoniasolanacearum-ის ქართული შტამების სრული გენომის გაშიფვრის“ (აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global) და შოთა რუსთაველის  ეროვნული-სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) პროექტი #04/48) პროექტების ფარგლებში.
 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა