ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

უნივერსიტეტი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის პროექტებს განახორციელებს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში: „ქობულეთის დაცული ტერიტორიების, ქობულეთის ნაკრძალისა და აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის შეყიდვა“ და „კოლხეთის  ეროვნული პარკის და კაცობურის მენეჯმენტის გეგმის შესყიდვა“ გაიმარჯვა. 10 ნოემბერს სატენდერო დოკუმენტაციებს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჯემალ ანანიძემ და კოლხეთის განვითარების ფონდის დირექტორმა დავით კვიციანმა. პროექტი ითვალისწინებს მენეჯმენტის ექვსწლიანი გეგმის მომზადებას „დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურის“ შესაბამისად, რომელიც დამტკიცებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ (მინისტრის 2014 წლის 12 მარტის #110 ბრძანება). პროექტები ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარების და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების უფროსის იზოლდა მაჭუტაძის ხელმძღვანელობით განხორციელდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა