ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

„შავი ზღვის მდინარეთა ესტუარიების ეკოლოგია და მოდელირება“

სურათი

ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების უფროსმა იზოლდა მაჭუტაძემ მონაწილეობა მიიიღო სტამბულში გამართულ ევროკავშირის „თანამშრომლობა შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის“ პროექტის „შავი ზღვის მდინარეთა ესტუარიების ეკოლოგია და მოდელირების“ დასკვნით კონფერენციაში.  მკვლევარი სამეცნიერო სესიის მონაწილეებს მიესალმა და მოხსენება გააცნო ბოლო პერიოდში წარმოებული კვლევის შედეგებზე. კონფერენციის დასასრულს, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბულგარეთის  ბურგასის პროფესორ ასსენ ზლატანოვის სახელობის უნივერსიტეტს, უკრაინის ოდესის ეკოლოგიის უნივერსიტეტსა და თურქეთის ნამიკ ქემალის უნივერსიტეტს შორის. დაიგეგმა ხელშეკრულების გაფორმება ასევე გურიის გუბერნიასთან.

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს საპროექტო წინადადება, რომლის მიხედვით პროგრამა გაგრძელდება „ეკოსისტემურ კვლევებზე დაფუძნებული და კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებების“ პროექტის სახით. სამეცნიერო სესია მიზნად ისახავდა გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის მეცნიერული კვლევების შედეგების გაცნობასა და  ეკოლოგიური პრობლემების თავიდან აცილებას.

პროექტის „შავი ზღვის მდინარეთა ესტუარიების ეკოლოგია და მოდელირების“ ფარგლებში 5 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტთა  კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „შავი ზღვის მდინარეთა აუზების ეკოლოგია“


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა