ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილისდამი მიძღვნილ საზეიმო შეხვედრაზე სასტუმრო ,,შერატონ ბათუმში“ ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორს გურამ მემარნეს და მთავარ მეცნიერ - თანამშრომლებს ზოია სიხარულიძეს, გალინა მეფარიშვილსა და მარიამ მეტრეველს წარმატებული სამეცნიერო და აქტიური საუნივერსიტეტო საქმიანობისათვის სამთავრობო ჯილდოები გადაეცათ.
ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ღირსების მედალი გადასცა გურამ მემარნეს, ხოლო აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა მადლობის სიგელი გადასცა ზოია სიხარულიძეს, გალინა მეფარიშვილსა და მარიამ მეტრეველს.
უკან |