ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

ფილოსოფიის დოქტორ რობერტ ედვარდ ბოლტონს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

სურათი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სურსათისა და გარემოს კვლევის სააგენტოს ემერეტუსს, ინოვაციების ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, ფილოსოფიის დოქტორ რობერტ ედვარდ ბოლტონს. ბატონი ედვარდი 2002 წლიდან თანამშრომლობს ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტთან. 1997-2013 წლამდე იგი იყო გაერთიანებული სამეფოს სურსათის და გარემოს კვლევის სააგენტოს (წარსულში ცენტრალური სამეცნიერო ლაბორატორია) კომერციული დირექტორი, 2000 წლიდან დღემდე - ბიოლოგიური მიმართულების საპარტნიორო პროექტების განხორციელების ინიციატორი და კოორდინატორი საქართველოში, კავკასიასა და შუა აზიაში.
 
რობერტ ბოლტონის დამსახურებით ინსტიტუტში განხორციელდა საერთაშორისო პროექტები (რომელთა დაფინანსებამ შეადგინა 1 431 583 ამერიკული დოლარი), რომელმაც  ჯეროვნად შეაფასა ინსტიტუტის პოტენციალი, განვითარების სტრატეგია და დაარწმუნა დიდი ბრიტანეთის მთავრობა (კერძოდ, თავდაცვის სამინისტრო) სოლიდური თანხები გამოეყო ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტის განვითარებისათვის. განხორციელებული პროექტების პარტნიორი ანუ დამფინანსებელი გახლდათ  დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო და კოლაბორატორი ორგანიზაცია - ცენტრალური სამეცნიერო ლაბორატორია. 
 
ამ პროექტების განხორციელების შედეგად ამაღლდა კვლევების დონე, 12 მეცნიერ - თანამშრომელმა სამეცნიერო ტრენინგები გაიარა დიდი ბრიტანეთის სამეცნიერო ცენტრებში, ჩატარდა ტრენინგები მენეჯმენტსა და ბიოუსაფრთხოებაში, გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, შეიქმნა ახალი მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია, ხოლო არსებული ლაბორატორიები აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გაიზარდა ინსტიტუტის ცნობადობის ხარისხი როგორც ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა