ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია „შავი ზღვის მდინარეთა აუზების ეკოლოგია“

სურათი

შოთა რუსთაველის დარბაზში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო  კონფერენცია „შავი ზღვის  მდინარეთა აუზების ეკოლოგია“ გაიმართა. სამეცნიერო სესიაზე საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 20-მდე სტუდენტმა მოხსენებები წარმოადგინეს შავი ზღვის ეკოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. სამეცნიერო კონფერენცია საერთაშორისო ასოციაციის  „კივიტას გეორგიკას“ მხარდაჭერით საქართველოს პარტნიორი ორგანიზაცია ევროკავშირის ერთობლივი საოპერაციო პროგრამის „შავი ზღვის აუზი - 2007-2013“ პროექტის ”მიწათსარგებლობის ინტეგრირებული მოდელირება და მართვა შავი ზღვის ესტუარებისათვის“ ფარგლებში ჩატარდა.

მომხსენებლებმა ნაშრომები წარმოადგეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: შავი ზღვის წყალშემკრები აუზების გეოინფორმაციული სისტემები, მათი მონიტორინგი და ჰიდროლოგიური მოდელირება, ესტუარების, ჭარბტენიანი ჰაბიტატების ბიომრავალფეროვნება. ასევე იმუშევაბენ შემდეგ თემებზე: წყალშემკრებ აუზებში ტრანსპორტის, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მართვა, მიწათსარგებლობა და მიწის დაფარულობა, სივრცითი დაგეგმვა, მართვა, რეგულირების პოლიტიკა და განვითარების სტრატეგიები, მიწათსარგებლობის ზემოქმედების ინდიკატორები და ინტეგრირებული ინდექსები, დაცული ტერიტორიები, სანაპირო და წყალქვეშა არქეოლოგია, გარემო და სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, რეკრეაციის ინტეგრირებული განვითარება.

სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ და მათი ნაშრომები ქართულ და ინგლისურ ენებზე სამეცნიერო კრებულში დაიბეჭდება, რომელსაც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გამოსცემს „კივიტას გეორგიკა”.

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების ორგანიზებით  ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა