
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებს მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა მარიამ მეტრეველმა ინფორმაცია გააცნო ბელორუსიის რესპუბლიკაში, მინსკის მეხილეობის ინსტიტუტის ბიოტექნოლოგიის განყოფილებაში სტაჟირების შესახებ. გამძლეობის გენეტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა, მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა ზოია სიხარულიძემ ბორლაუგის ჟანგების გლობალური ინიციატივის (BGRI) ვორკშოპსა და ხორბლების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის შედეგები წარმოადგინა.
ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გაფართოებული სხდომაზე ასევე წარდგენილი იყო ინფორმაცია:
ინფორმაცია მარცვლოვანთა ჟანგებისა და ნაცრების მე-14 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ (მომხს. ქ. ნაცარიშვილი);
ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის საკითხები ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში (მომხს. გალინა მეფარიშვილი);
სამეცნიერო ანგარიშებისათვის მზადების შესახებ (მომხს. მ.მეტრეველი);
2016 წლისათვის სამეცნიერო გეგმების გაფორმების სპეციფიკის შესახებ (მომხს. მ. მეტრეველი; გ. მემარნე);
მიმდინარე საკითხები.
უკან |