ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, მარიამ მეტრეველმა და მეცნიერ-თანამშრომელმა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის დოქტორანტმა ნინო ქედელიძემ სტაჟირება გაიარეს ბელორუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მინსკის მეხილეობის ინსტიტუტში. მეცნიერ-თანამშრომლები გაეცნენ მეხილეობის ინსტიტუტის სამეცნიერო განყოფილებების მუშაობის სპეციფიკას, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხორციელების თავისებურებებს, ინსტიტუტის საცდელ-საკოლექციო ნაკვეთებზე მიმდინარე სამუშაოებს. მკვლევრებმა კვალიფიკაცია აიმაღლეს ბიოტექნოლოგიის განყოფილებაში ლაბორატორიული აღჭურვილობის მომზადების, მცენარეთა მიკროგამრავლების, ციტოგენეტიკური და ბიოქიმიური კვლევების საკითხებზე. ბელორუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მინსკის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციასა და სამეცნიერო განყოფილებებში გამართულ შეხვედრებზე დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.
უკან |