ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერებმა და სპეციალისტებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, გამგეობის შენობასთან მორიგი მცენარეთა ჯანმრთელობის კლინიკა მოაწყვეს. ღონისძიება ითვალისწინებდა ფერმერებისათვის უსასყიდლოდ დაავადებული მცენარეების შემოწმებასა და ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას, რასაც მოსახლეობის მხრიდან საკმაო ინტერესი მოყვა. გარდა ბოსტნეული და ხეხილოვანი კულტურებისა, ფერმერებმა დაავადებული დეკორატიული მცენარეების ნიმუშები წარმოადგინეს, რომელთა დიაგნოსტირება განხორციელდა ლაბორატორიულ პირობებში.
უკან |