ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

„ხორბლის ჟანგების ვარიაბელურობის მონიტორინგი საერთაშორისო ხაფანგი სანერგეების გამოყენებით“

სურათი

ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის გამძლეობის გენეტიკის განყოფილების  უფროსმა მეცნიერ - თანამშრომელმა, უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის  დოქტორანტმა ქეთინო ნაცარიშვილმა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, მარცვლოვანთა ჟანგებისა და ნაცრების მე-14 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ქართველმა მკვლევარმა სამეცნიერო სესიაზე სასტენდო მოხსენება: „ხორბლის ჟანგების ვარიაბელურობის მონიტორინგი საერთაშორისო ხაფანგი სანერგეების გამოყენებით“ („Monitoring of variability in wheat rust pathogens by international trap nurseries“) წარადგინა. უცხოელი კოლეგები საქართველოში მიმდინარე მარცვლოვანთა ჟანგების კვლევებით დაინტერესდნენ და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. ოთხდღიანი კონფერენცია აარჰუსის უნივერსიტეტის ორგანიზებით დანიის ქალაქ ჰელსინგორში ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა