12 იანვრიდან 20 თებერვლის ჩათვლით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი მაკა მურადაშვილი იორკში დიდი ბრიტანეთის სურსათისა და გარემოს კვლევის სააგენტოში (FERA) იმყოფებოდა. მკვლევარის სტაჟირება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით განხორცილდა და მცენარეთა დაავადებების გამომწვევი ბაქტერიების დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების ათვისებას ითვალისწინებდა.
უკან |