ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

,,მცენარეთა საკარანტინო ბაქტერიული პათოგენის Ralstonia solanacearum-ის ქართული შტამების სრული გენომის გაშიფვრა“

სურათი

აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (GRDF-Global), შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) პროგრამის ,,დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის“ ფარგლებში გამოცხადებული ,,კვლევითი გრანტების პროგრამის“ კონკურსში პროექტმა ,,მცენარეთა საკარანტინო ბაქტერიული პათოგენის Ralstonia solanacearum-ის ქართული შტამების სრული გენომის გაშიფვრა“ გაიმარჯვა. პროექტი აშშ-ის დამოუკიდებელი ექსპერტების, დონორი ორგანიზაციების (აშშ თავდაცვისა და საფრთხის შემცირების სააგენტო - US DTRA)  წარმომადგენლების შეფასების საფუძველზე დაფინანსდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების მკვლევრები კვლევას საბაზო ორგანიზაციის ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელებენ.

პროექტის მიზანია  განსაზღვროს საქართველოში ძირითადი მცენარეული ბაქტერიული პათოგენის გენეტიკური მახასიათებლები, რათა შესაბამისად დაიგეგმოს ღონისძიებები სხვადასხვა მიმართულებით (მკურნალობა, შედეგების აღმოფხვრა და განათლება) სოფლის მეურნეობის სექტორი ამ საშიში პათოგენის მავნე ზემოქმედებისგან დასაცავად.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა