ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს და სურსათისა და გარემოს კვლევის სააგენტოს (FERA) წარმომადგენლების ვიზიტი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტს ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს და სურსათისა და გარემოს კვლევის სააგენტოს (FERA) წარმომადგენლები რობერტ ბოლტონი და რიჩარდ ტვაიტესი ეწვივნენ. სტუმრებმა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ალიოშა ბაკურიძესთან, ინსტიტუტის თანამშრომლებთან და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები შეაფასეს. 2002 წლიდან თანამშრომლობისა და კოლაბორაციის ეგიდით საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (ISTC) ორი სამეცნიერო და ერთი საკონფერენციო პროექტი განხორციელდა. სამეცნიერო პროგრამების ფარგლებში  ინსტიტუტი აღიჭურვა თანამედროვე სამეცნიერო აპარატურითა და სხვა ტექნიკური საშუალებებით, შეიქმნა ახალი, მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია, გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, მეცნიერ-თანამშრომლებმა გაიარეს სხვადასხვა სახის სამეცნიერო ტრენინგები დიდი ბრიტანეთის სამეცნიერო ცენტრებში.

სამეცნიერო პროექტები:

  • ,,მცენარეთა დაცვის გაუმჯობესება საქართველოში დაავადებებისადმი გამძლეობის დონის ამაღლების, საკარანტინო დაავადებების შესწავლის და კულტურათა ეროვნული კოლექციის შექმნის გზით" (№G1993p)
  • ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა: სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაუმჯობესება მათი მოსავლიანობისა და დაავადებებისადმი გამძლეობის დონის შესწავლის გზით საქართველოში და ამიერკავკასიის სხვა ქვეყნებში“ (№G-1775)

საკონფერენციო პროექტი:

  • ,,პირველი ამიერკავკასიური საერთაშორისო კონფერენცია მცენარეთა პათოლოგიაში“.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა