ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

თანამშრომლობის მემორანდუმი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ მოაწერეს. შეთანხმება თანამშრომლობის გაღრმავებას, აგრარული მიმართულებით ერთობლივი პროექტებისა და კვლევების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების ჩატარებას და ასევე ცენტრის საცდელ-სადემონსტრაციო და ლაბორატორიულ ბაზებზე სტუდენტების სტაჟირებას ითვალისწინებს.  

შეხვედრას ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი, გურამ მემარნე, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მარიამ მეტრეველი, აგროსკოლის დირექტორი მამუკა თურმანიძე, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მარინე გიორგაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა