მიმდინარე წლის 4-5 სექტემბერს ფიტოპათოლოგიის და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში იმყოფებოდა თელავივის უნივერსიტეტის, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პროფესორი, მათემატიკის დოქტორი ევსეი კოზმანი. სტუმარმა 4 სექტემბერს წარმოადგინა პრეზენტაცია ბიოინფორმატიკაში- მათემატიკურ და სტატისტიკურ მეთოდებსა და კომპიუტერული პროგრამების შესახებ, რომლებიც გამოიყენება ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ სისტემებში მიმდინარე ცვლილებების გასაზომად და გასაანალიზებლად.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია საინტერესო საკითხებზე, მომხსენებელმა უპასუხა შეკითხვებს და სურვილი გამოთქვა შემდგომი თანამშრომლობისათვის. 5 სექტემბერს ბატონ ევსეი კოზმანმა ინსტიტუტის ფიტოპათოლოგებს საჩუქრად გადასცა მის მიერ შემუშავებული კომპიუტერული პროგრამა და გააცნო პროგრამის მუშაობის პრინციპები.
უკან |