ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

ბსუ საერთაშორისო კონსორციუმის წამყვანი ორგანიზაციაა

სურათი

2024 წელს შავი ზღვის აუზის გრანტების პროგრამის (Interreg Next Black Sea) ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭრით ხორციელდება, გამოვლინდა გამარჯვებული პროექტი CARE SEA- „თანამშრომლობა და ინფორმირებულობა დაბინძურებისგან თავისუფალი და ეკოლოგიურად მდგრადი შავი ზღვისთვის“ (Cooperation and Awareness for Pollution-free and Environmentally Sustainable Black Sea) - CARE SEA.

პროექტის კონსორციუმში მონაწილეობს შავი ზღვის აუზის ხუთი ქვეყნის  სამეცნიერო დაწესებულებები, წამყვან ორგანიზაციას (Lead Partner) წარმოადგენს საქართველოს ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის პარტნიორები არიან:  მოლდოვეთის ევროპული პოლიტიკისა და ეკონომიკურ მეცნიერებათა „კონსტანტინ სტრეს“ უნივერსიტეტი; თურქეთის ტრაბზონის კარადენიზის  ტექნიკური უნივერსიტეტი; საბერძნეთის თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი; რუმინეთის დუნაის დელტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების ინსტიტუტი.

პროექტის მიზანია შავი ზღვის სანაპიროს პლასტიკით დაბინძურების, მათ შორის ნანოპლასტკით დაბინძურების, ქიმიური შემადგენლობის, მძიმე მეტალებით დაბინძურების შესწავლა. ცნობიერების ასამაღლებელი საბოლოო შედეგია კვლევის ნანოპლასტიკით დაბინძურების შესწავლის მეთოდოლოგიის დანერგვა  და მენეჯმენტის გეგმის შემუშავება.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბსუ კოორდინირებას უწევს შავი ზღვის აუზის გრანტების კონკურსში გამარჯვებულ პროექტს, რის საფუძველიც არის  გამოცდილება და უნივერსიტეტის მიერ 2015-2018 წლებში წარმატებით შემუშავებული და განხორციელებული  კოლხეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმები.

პროექტის კოორდინატორია ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისდა წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების უფროსი იზოლდა მაჭუტაძე. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ბსუ-ს  აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, ადმინისტრაცია, პროექტში ჩაერთვებიან ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები, ასევე მოწვეული ექსპერტები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა