ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის გამძლეობის გენეტიკის განყოფილების გამგემ მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა ზოია სიხარულიძემ მესამე მისიის ფარგლებში, ქობულეთის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინსტიტუტში უმასპინძლა და საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. მომხსენებელმა მოსწავლეებთან გააკეთა პრეზენტაცია თემაზე „ფიტოპათოლოგიის არსი და პრობლემები“, სადაც ძირითადად ყურადღება გამახვილდა ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მნიშვნელობაზე რეგიონსა და სახელმწიფოში. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დაათვალიერეს მატერიალ ტექნიკური ბაზა, საცდელი ნაკვეთები და სათბური, მიეწოდათ ინფორმაცია მიმდინარე აქტივობების შესახე და მათ მნიშვნელობაზე.
განყოფილების უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა ცისანა ცეცხლაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე“ არატრადიციული ბოსტნეული კულტურა-ბამია საქართველოში, სადაც წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ბამიას, როგორც სასოფლო სამეურნეო კულტურის, ღირებულებზე, ბიოლოგიურ მახასიათებლებზე, ასევე მასზე მოქმედ მიკროორგანიზმებსა და მავნებლებზე. მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალი კულტურების დანერგვა საქართველოს აგრარული სექტორის განვითარებისთვის.
30 მაისს, მესამე მისიის ფარგლებში, სასკოლო ღონისძიება ჩაატარეს ბსუს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის გამძლეობის გენეტიკის განყოფილების უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა ქეთინო ნაცარიშვილმა და მეცნიერ თანამშრომლებმა: ქეთინო სიხარულიძემ და ქეთევან მემარნემ. მომხსენებლებმა სხვადასხვა თემატიკაზე გააკეთეს პრეზენტაციები, ქეთევან მემარნემ თემაზე: „მოცხარი“, ქეთინო ნაცარიშვილმა - „ხორბალის ჟანგა დაავადებები“ და ქეთინო სიხარულიძემ - „ხორბლის დაავადებები“. ინსტიტუტის ბაზაზე ქობულეთის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს მიეცათ საშუალება პრაქტიკულად ჩართულიყვნენ სხვადასხვა აქტივობაში როგორიცაა: დაავადების აღმოჩენა ხორბლის საცდელ ნაკვეთში, მიკროსკოპული კვლევა იდენტიფიცირებასა და ინოკულაციაში. ასევე მათ დაათვალიერეს ინსტიტუტის ბაზაზე არსებული სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურათა დაავადებების კოლექციები.
უკან |