ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

მესამე მისიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები სკოლებში გრძელდება

სურათი

ბსუს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელმა მაკა მურადაშვილმა მესამე მისიის ფარგლებში ქობულეთის ილია ჭავჭავაძის სახელობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. მომხსენებელმა მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში მიმდინარე საქმიანობის შესახებ და მოხსენება გააკეთა თემაზე „მიკროორგანიზმთა ანტაგონიზმი, როგორც ბრძოლის უსაფრთხო საშუალება მცენარეთა დაცვაში”.  

მკვლევარმა  მოსწავლეებს გააცნო პესტიციდების გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების და სურსათის უსაფრთხოების არსებული მდგომარეობის შესახებ და მცენარეთა დაავადებების წინააღმდეგ ბიოლოგიური კონტროლის, როგორც ალტერნატიული მეთოდის უპირატესობა.

სემინარის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება მიკროსამყაროზე, მათ დადებით და უარყოფით როლზე, ასევე გარემოს დაცვასა და ბუნებასთან ეკომეგობრულ დამოკიდებულების მნიშვნელობაზე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა