ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

საინფორმაციო შეხვედრა ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში

სურათი

ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლებმა ლამზირი გორგილაძემ და რუსუდან დუმბაძემ მესამე მისიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში. მომხსენებლებმა მოსწავლეებს გააცნეს ინფორმაცია ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის შესახებ და წარადგინეს პრეზენტაცია ,,მცენარე და პათოგენური მიკროორგანიზმები“. მკვლევრებმა ისაუბრეს მცენარეთა აბიოტურ (არაპარაზიტულ, არაინფექციურ) და ბიოტური (პარაზიტულ, ინფექციურ) დაავადებებზე, მათ გამომწვევ სოკოვან, ბაქტერიულ, ვირუსულ, მიკოპლაზმურ მიკროორგანიზმებზე და ყვავილოვან პარაზიტებზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მცენარეთა დაავადებების გამომწვევი პარაზიტების   ტიპებზე, დაავადებების სიმპტომებზე, ფიტოპათოგენების მავნეობაზე, მიკროორგანიზმების სასარგებლო თვისებებსა და  სოკოსა მცენარის სიმბიოზურ თანაცხოვრებაზე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა