ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

ინსტიტუტს მოსწავლეები ეწვივნენ

სურათი

ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილებამ მესამე მისიის ფარგლებში ბობოყვათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. განყოფილების ხელმძღვანელმა, მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა ავთანდილ მესხიძემ სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინა თემაზე: ,,აგრარული განათლება ქვეყნის მომავალია“. მომხსენებელმა ისაუბრა აგრარულ სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ და მსმენელებს გააცნო, თუ რა როლი უნდა შეასრულოს მომავალმა სპეციალისტმა აგრარული მიმართულებით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა  დაათვალიერეს ინსტიტუტის კაბინეტ-ლაბორატორიები და გაეცნენ მუშაობის სპეციფიკას. ასევე გაეცნენ ინსტიტუტის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო სამეურნეო კულტურების  (ციტრუსების, კივის, ფეიჰოას, თხილის, ხეხილოვნების, კენკროვნების, კამელიის, ვაზის, სამკურნალო მცენარეების), საცდელ-საკოლექციო ნაკვეთებს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა