ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელმა ნანა ჯაბნიძემ მესამე მისიის ფარგლებში, ბათუმის მე-2-ე საჯარო სკოლაში შეხვედრა ჩაატარა. მომხსენებელმა მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ და მოხსენება გააკეთა თემაზე: „სტევია, როგორც სასარგებლო და ანტიმიკრობული მცენარე“. ნანა ჯაბნიძემ მოსწავლეებს გააცნო სამკურნალო მცენარის სტევიას (Stevia Rebaudiana Bertoni) სასარგებლო თვისებებისა და მისი გამოყენების პერსპექტივები.
უკან |