ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

„სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის თანამედროვე გამოწვევები"

სურათი

ბსუს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ბიომრავალ¬ფეროვ¬ნების, მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილების გამგემ ავთანდილ მესხიძემ ჩაატარა სემინარი თემაზე: „სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის თანამედროვე გამოწვევები". მომხსენებელმა ისაუბრა სუბტროპიკული ზონის ნიადაგ-კლიმატური პირობების მნიშვნელობაზე და იმ ძირითად სუბტროპიკულ კულტურებზე, რომელიც შესაძლებელია გაშენდეს საქართველოს სუპტროპიკულ ზონაში და ისედაც მცირემიწიან ქვეყანაში არსებული სავარგულები არ იყოს დაკავებული მხოლოდ მონოკულტურით. მკვლევარმა ასევე გაამახვილა ყურადღება კულტურათა შეთანაწყობაზე და ისაუბრა თითოეული კულტურის გაშენების ძლიერ  და სუსტ მხარეებზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა