ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა ირაკლი მიქელაძემ 1, 2, 7 და 12 თებერვალს ბსუ-ს მესამე მისიის ფარგლებში ხულოს, ქედის, ბათუმისა და შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრებში შეხვედრები გამართა. შეხვედრებში მონაწილეობდნენ საჯარო და კერძო სკოლების სამოქალაქო განათლების და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები. ირაკლი მიქელაძემ მასწავლებლებს გააცნო ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის სპეციფიკა, კვლევის არეალი, მიღწევები და მიაწოდა ინფორმაცია სამომავლოდ დაგეგმილი და განსახორციელებელი კვლევების შესახებ.
შეხვედრებზე მომხსენებელმა მასწავლებლებს წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე: ,,უცხო წარმოშობის ინვაზიური და სარეველა მცენარეები ფიტოცენოზებსა და აგროლანდშაფტებში, არსებული გამოწვევები და პრევენციის გზები“. უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა ირაკლი მიქელაძემ საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში საქართველში შემოჭრილ უცხო ინვაზიურ სახეობებზე და პოტენციურ საფრთხეებზე.
უკან |