
ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების ხელმძღვანელმა იზოლდა მაჭუტაძემ ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში პროექტ სამუზეუმო საათის ფარგლებში, საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,კოლხეთის რამსარსაიტები, იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის საგანძური“. მომხსენებელმა ისაუბრა ბუნებრივი სიმდიდრეების კონსერვაციასა და გონივრულ გამოყენებაზე. მკველვარმა იზოლდა მაჭუტაძემ ლექციაზე ასევე ყურადღება გაამახვილა UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანზე: კოლხეთის ნოტიო ტყეებზე, UNESCO-ს კრიტერიუმებსა და სფაგნუმიანი ტორფნარების გარემოსდაცვით როლზე.
უკან |