უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა ირაკლი მიქელაძემ 24, 25, 26, 29 და 30 იანვარს შეხვედრები ჩაატარა ქობულეთის, ხელვაჩაურის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ საჯარო და კერძო სკოლების საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები.
ირაკლი მიქელაძემ მასწავლებლებს წარუდგინა ინფორმაცია ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის, მიღწევებისა და გეგმების შესახებ. ასევე გააკეთა პრეზენტაცია თემაზე: უცხო წარმოშობის ინვაზიური და სარეველა მცენარეები ფიტოცენოზებსა და აგროლანდშაფტებში, არსებული გამოწვევები და პრევენციის გზები.
მომხსენებელმა მასწავლებლებს გააცნო მცენარეთა ინვაზიის თავისებურებანი, ის ეკოლოგიური, ეკონომიკური და ადამიანის ჯანმრთელობის გამომწვევი პრობლემები, რაც არის ინვაზიური სახეობის ძირითადი განმსაზღვრელი კრიტერიუმი. ასევე ყურადღება გაამახვილებულა საქართველოში გავრცელებულ ინვაზიურ და პოტენციურად ინვაზიურ სახეობებზე.
უკან |