ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

ვიზიტი ნიდერლანდებში, ვაგენინგენის უნივერსიტეტში

სურათი

ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომელმა მაკა მურადაშვილმა განათლების საერთაშორისო ცენტრის „2023-2024 აკადემიური წლის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების სასტიპენდიო პროგრამის“ ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ნიდერლანდების ვაგენინგენის კვლევით უნივერსიტეტის პროექტში „პექტობაქტერიუმით გამოწვეული კარტოფილის რბილი სიდამპლის ეპიდემიოლოგიური კვლევა“. ვიზიტი გრძელდებოდა 2023 წლის პირველი ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, რომლის მიზანი იყო ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის საქმიანობის გაცნობა და ვაგენინგენის ინსტიტუტის მეცნიერებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბება.

პროექტის ფარგლებში მაკა მურადაშვილმა განახორციელა საქართველოში გავრცელებული რბილი სიდამპლის გამომწვევ მიკროორგანიზმთა gapA გენის სექვენირება, ასევე ტრენინგ-სწავლება   ბიოინფორმატიკული პროგრამის Geneious prime - ის პლატფორმის გამოყენებასა და  მიღებულ მონაცემთა გენბანკში გენერირებაზე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა