ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტს სასკოლო ღონისძიებების აქტივობების ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტის მეკეიძეების საჯარო სკოლის X-XI კლასის მოსწავლეები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ ლაბორატორიებსა და სამეცნიერო კვლევითი სამუშაობის სპეციფიკას. ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მონიტორინგის განყოფილების მეცნიერ თანამშრომლები მოსწავლეებს ესაუბრნენ ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე და დაათვალიერებინეს სასოფლო სამეურნეო კულტურების (ციტრუსოვანთა, კივის, ფეიჰოას, თხილის, მოცვის, კონტინენტური ხილის და სხვა) საკოლექციო ნაკვეთები.
უკან |