ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

„ახალგაზრდული ფორუმი-მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისათვის“

სურათი

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებმა ქეთი მგელაძემ და ჟანა ჩხიკვიშვილმა ფორუმში „ახალგაზრდული ფორუმი-მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისათვის“ მიიღეს მონაწილეობა.  ფორუმის მიზანი იყო ახალგაზრდების ინფორმირებულობის, ჩართულობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის გაზრდა, ინოვაციური ხედვების წარმოჩენა და ასახვა ქვეყნის მიერ განსახორციელებელი ამოცანების შესრულების პროცესში, მათ შორის, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებსა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. ფორუმში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.

ფორმუმზე სტუდენტებმა წარმოდგენეს ხედვები და მოსაზრებები გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზანთან დაკავშირებით. ბსუ-ს სტუდენტებმა მდგრადი განვითარების  ორ მიზანთან დაკავშირებულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილოება: ქეთი მგელაძე - მდგრადი განვითარების მიზანი 4, ხარისხიანი განათლება პრეზენტაციით - „განათლება, როგორიც სირარიბის დაძლევის მექანიზმი“, ჯანა ჩხიკვაძე - მდგარდი განვითარების მიზანი 8,  ღირსეული სამუშაო ეკონომიკური ზრდა, პრეზენტაციით - „ტურიზმი როგორც სიღარიბის დაძლევის გზა საქართველოში“.

ფორუმის პირველ ეტაპზე, თითოეულ უნივერსიტეტს შესაძლებლობა ჰქონდა თავად განესაზღვრა გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან ერთერთი (ან რამდენიმე), ასევე საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხები.

ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს გარემოს დაცვისადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს საელჩოს-საქართველოში მხარდაჭერით.

დისკუსიას ესწრებოდა ახალგაზრდული ფორუმი მდგრადი განვითარებისათვის ბსუ-ს საკონტაქტო პასუხისმგებელი პირი იზოლდა მაჭუტაძე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა