ჩეხეთის რესპუბლიკის ჰრადეკ კრალოვეს ჩარლის უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის დოქტორანტი, ვიშეგრადის მობილობის სტიპენდიანტი კათერინა დელეჩკოვა ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტე ეწვია. ახალგაზრდა მკვლევარი სადოქტორო სწავლების ორ სემესტრს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაივლის. სადისერტაციო თემის ,,მცენარეთა in-vitro კულტურის ქსოვილებში მეტაბოლური პროცესების შესწავლა“ კვლევების ნაწილს შეასრულებს ინტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების უფროსის იზოლდა მაჭუტაძის სამეცნიერო ხელმძღვანელობით. კვლევა ძირითადად მოიცავს კოლხეთის დაბლობის სფაგნუმის სახეობებში ბუნებრივ და ხელოვნურ პირობებში (in-vitro) მზარდ სახეობებში მეტაბოლური პროცესების შედარებას.
უკან |