ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნა. კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელმა ნათელა ტეტემაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის №1 საჯარო სკოლის მოსწავლებისა და ეკოკლუბ ,,ჩირაღდნის“ წევრებისათვის ტყის აქტუალურ საკიტხებზე პრეზენტაცია ჩაატარა. მომხსენებელმა მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია საქართველოს ტყეებში არსებული ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებასა და იშვიათი მერქნიანი მცენარეების დაცვა-შენარჩუნებაზე. ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა იმსჯელეს ტყის მდგრად მართვასთან, ბუნებრივ და ხელოვნურ ტყესთან დაკავშირებულ საკითხებზე. მომხსენებელი მოსწავლეებს ესუბრა აგრეთვე პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და გარემოს დაცვის სასწავლო პროგრამებზე.
უკან |