ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

მოსწავლეები ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტს ეწვივნენ

სურათი

ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში 2022-2023 წელს განსახორციელებელი სასკოლო ღონისძიებების აქტივობების ფარგლებში სტუმრად იმყოფებოდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის წყავროკის საჯარო სკოლის X-XII კლასის მოსწავლეები. ინსტიტუტის დირექტორმა გურამ მემარნემ და მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა ნელი ხალვაშმა წაიკითხეს საჯარო ლექცია თემაზე: ,,თხილის ჯიშების მრავალფეროვნება“. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილეს აგრო-ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობასა და საფრთხეებზე. ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს კოლექციაში არსებული თხილის ნაყოფის 30-მდე ნიმუში, ინსტიტუტის ლაბორატორიები, საკოლექციო ნაკვეთები და გაეცნენ მუშაობის სპეციფიკას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა