ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

ახალგაზრდა მეცნიერის ქეთევან სიხარულიძის სტაჟირება საბერძნეთში

სურათი

ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის გაფართოებულ სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე, გამძლეობის გენეტიკის განყოფილების  მეცნიერ თანამშრომელმა ქეთევან სიხარულიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია საბერძნეთში სტაჟირების შესახებ. მან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სტაჟირება გაიარა საბერძნეთის სოფლის მეურნეობის ორაგანიზაციის (DEMETER), მცენარეთა სელექციისა და გენეტიკური რესურსების ინსტიტუტში -29 სექტემბრიდან 6 ნოემბრამდე. სტაჟირება განხორციელდა სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის: ,,საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2022-2023“ კონკურსის ფარგლებში. საბერძნეთის მცენარეთა სელექციისა და გენეტიკური რესურსების ინსტიტუტში დაეუფლა კვლევის თანამედროვე მეთოდებს და კომპლექსურ მიდგომებს ,,ზუსტ აგრონომიაში“. სტაჟირების პროგრამამ ახალგაზრდა მეცნიერს მისცა შესაძლებლობა არა მხოლოდ დაუფლებოდა კვლევის მეთოდებს, არამედ ჰქონდა საშუალება საქართველოდან წაღებულ ხორბლის 26-მდე ნიმუშში კვლევის თანამედროვე მეთოდებით განეხორციელებინა კვლევები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა