ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

მაკა მურადაშვილის ვიზიტი ისრაელში

სურათი

ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მცენარეთა დაავადებების, მონიტორინგის, დიაგნოსტიკასა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელმა მაკა მურადაშვილმა ინსტიტუტის გაფართოებული საბჭოს სხდომაზე წარმოადგინა პრეზენტაცია ისრაელში ვიზიტის შესახებ. მაკა მურადაშვილი მიმდინარე წლის 20 მარტიდან 31 მარტამდე იმყოფებოდა  ისრაელის  სოფლის მეურნეობის კვლევის ორგანიზაციის (ARO), გილათის კვლევითი ცენტრის, მცენარეთა დაცვის ინსტიტუტში. აღნიშნული ვიზიტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის ახალგაზრდა მკვლევართა გრანტით დაფინანსებული პროექტის (№YS 19-277) ფარგლებში. პრეზენტაციაზე მომხსენებელმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ვიზიტი იყო ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული, ვინაიდან მეცნიერმა გრანტის ფარგლებში განახორციელა საქართველოში გავრცელებული კარტოფილის რბილი სიდამპლის გამომწვევი პექტინოლიტური ბაქტერიების კულტურიდან გამოყოფილი დნმ - ის გენეტიკური კვლევა. ვიზიტმა ხელი შეუწყო ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით გამოცდილების მიღებას, ცოდნის გაზიარებასა და ისრაელის გილათის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებთან მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებას. ეს ურთიერთობები დაეხმარება  როგორც მომავალში ახალი კვლევითი პროექტების წარმატებით გაგრძელებაში, ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მეცნიერის პროფესიული განვითარებისთვის. 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა