ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

ELSEVIER-მა ბსუ-ს უვადო მეცნიერ იზოლდა მაჭუტაძეს ღია მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის სერტიფიკატი გადასცა

სურათი

საერთაშორისო წამყვანი სამეცნიერო გამომცემლობის - ELSEVIER-ის სარედაქციო კოლეგიამ ღია წვდომის კვირეულის 2022 წლის (Open Access Week 2022) ფარგლებში ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის უვადო მეცნიერ იზოლდა მაჭუტაძეს ღია მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის სერტიფიკატი გადასცა. განსაკუთრებულია მეცნიერის წარმატება 2019-2021 წლებში ღია წვდომის ელსევიერის ჟურნალებში გამოცემების თვალსაზრისით, დიდი რეზონანსი მოჰყვა სამეცნიერო პუბლიკაციას: „Mapping Asia plants: Current status on floristic information in Southwest Asia“. სამეცნიერო სტატია მსოფლიოს უდიდეს გამოწვევას, გაეროს მდგრადი განვითრების  მიზნებს ეხმაურება. უვადო მეცნიერ იზოლდა მაჭუტაძის სამეცნიერო ნაშრომით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 3 000-მდე მკვლევარი არის დაინტერესებული. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეცნიერ იზოლდა მაჭუტაძეს ულოცავს უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა