ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

ბსუ-ში ვორქშოფი „მტკვარი-არაქსის მდინარეთა აუზის ახალგაზრდების კავშირი წყალი და მშვიდობა“ დაიწყო

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვორქშოფი „მტკვარი-არაქსის მდინარეთა აუზის  ახალგაზრდების კავშირი წყალი და მშვიდობა“ (workshop "Connecting Kura-Araks River Basin Youth for Water and Peace)  გაიხსნა. ღონისძიება ხელს შეუწყობს თურქეთთან ტრანსასაზღვრო თანამშრომლობას და  მდინარე ჭოროხის საკითხების კვლევას. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია კოლხეთის ეროვნულ პარკში ვიზიტი. კოლხეთის დაბლობის ჭარბტენიანი ჰაბიტატები მსოფლიო უნიკალური ჰიდროლოგიური რეჟიმის მქონეა, რაც კოლხეთის კლიმატს უკავშირდება.

მსოფლიო სასმელი წყლის პრობლემის წინაშე დგას. გლობალური საკითხი კლიმატის ცვლილებას უკავშირდება, მნიშვნელოვანია დაბინძურების პრობლემა, რაც პირდაპირ ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედებს. განსაკუთრებულია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა მდინარეთა აუზების დაცვა და შენარჩუნება. დეგრადირებული ტყეების აღდგენა. კლიმატის ცვლილების შემარბილებელი პროექტების განხორციელება დღევანდელი და მომავალი თაობებისათვის.

ხუთდღიანი ვორქშოფი ხელს შეუწყობს ტრანსსასაზღვრო სამეცნიერო კვლევების განხორციელებას   მტკვარი-არაქსის მდინარეთა აუზის საკითხებზე, რაც დაუკავშირდება ამ მდინარეთა აუზის მომმარაგებლ, მარეგულირებელ, კულტურულ და ჰაბიტატის  ეკოსისტემურ სერვისებს.

პროექტის კოორდინატორია ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების ხელმძღვანელი იზოლდა მაჭუტაძე.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა