ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ჭარბტენიანი ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად“ გაიხსნა. სამი დღის განმავლობაში ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერები, ადგილობრივი სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გარემოს ეროვნული სააგენტოს ექსპერტები, დაცული ტერიტორიების, ბათუმის ბოტანიკური ბაღის სპეციალისტები, პედაგოგები, საქართველოს, სომხეთის. აზერბაიჯანის, თურქმენეთის წარმომადგენლები მოხსენებებს წარმოადგენენ შავი ზღვის აუზის ქვეყნების ჭარბტენიანი ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების აქტუალურ საკითხებზე.
სამეცნიერო კონფერენციის თემები:
1.საერთაშორისო თანამშრომლობა შავი ზღვის სანაპირო ზონაში რამსარის კონვენციის პროგრამების განხორციელებაში;
2.შავი ზღვის აუზის ჭარბტენიანი ტერიტორიების ბიომრავალფეროვნება;
4.შავი ზღვის აუზის მდინარეებისა და სანაპირო წყლების დაბინძურების მონიტორინგი;
5.ნარჩენების მართვა შავი ზღვის სანაპირო ზონაში;
6.განათლება ჭარბტენიანი ტერიტორიების და წყლის რესურსების დასაცავად.
სამეცნიერო კონფერენცია პროექტის „ეკოცნობიერება ჭარბტენიანი ტერიტორიების ღირსშესანიშნავი გარემოს შესანარჩუნებლად - ბიოსწავლება BSB 142“ ეგიდით ევროკავშირის ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტების საოპერაციო პროგრამის ტრანსსასაზღვრო სამეზობლო თანამშრომლობა შავი ზღვის აუზში 2014-2020 (European Union ENI Joint Operational Programme Black Sea Basin 2014-2020”) ფარგლებში ტარდება.
უკან |