ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტს FAO-ს სპეციალისტი საჰარ პინკოვიცი ეწვია. გამძლეობის გენეტიკის განყოფილების ხელმძღვანელთან ზოია სიხარულიძესთან გამართულ შეხვედრაზე სტუმარმა ისაუბრა პროექტის შესახებ, რომელიც საქართველოში კარტოფილის გამძლე ჯიშების შემოტანას და ფერმერულ მეურნეობებში მათ გავრცელებას ისახავს მიზნად. ღონისძიებაზე დაიგეგმა სამომავლო გეგმები და შესაძლო თანამშრომლობის მიმართულებები.
უკან |