ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში სტუმრად იმყოფებოდა აშშ-ის საელჩოს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მრჩეველი სოფლის მეურნეობის საკითხებში დემნა ძირკვაძე. შეხვედრა მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის პროფილის მქონე ინსტიტუტების მდგრადი შესაძლებლობების ჩამოყალიბებით, გლობალურ სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე საქართველოს ინტეგრაციის ზრდას. საელჩოს მიზანია, სოფლის მეურნეობის სექტორისთვის შეთავაზებული სერვისების რეფორმირებით და სხვადასვა საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებით დაეხმაროს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლაში.
უკან |