
ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის, ბიომრავალფეროვნების, მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელმა რამაზ ჭაღალიძემ 15 ივნისს სემინარი ჩაატარა თემაზე: ,,კივი მაღალმთიან აჭარაში“. მომხსენებელმა ისაუბრა ჩინური აქტინიდიის საქართველოში გავრცელების ისტორიაზე, ნაყოფის ბიოქიმიურ შემადგენლობაზე, მის პერსპექტიულობასა და მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგიურ ღონისძიებებზე.
პრეზენტაციაში მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კივის საცდელ-საკოლექციო ნაკვეთზე არსებული პერსპექტიული ჯიშებისა და ფორმების სამეურნეო ნიშან-თვისებებზე, რომელიც შესაძლებელია ფართო მასშტაბით გამრავლდეს მაღალმთიან რაიონებში. მომხსენებელმა ისაუბრა აგრეთვე ინსტიტუტის ბაზაზე არსებული კივის საკოლექციო ნაკვეთის მნიშვნელობასა და მის გაზრდაზე.
უკან |