ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

„კოლხეთის დაბლობის ფლორისა გლობალური და საქართველოს წითელი ნუსხის სახეობები“

სურათი

ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტს საველე ვიზიტით იმყოფებოდნენ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია პროექტის „დავიცვათ, რომ ვიყოთ დაცული“ ფარგლებში ეკოკლუბ „ერუდიტის“ მოხალისეები ეწვიენ. კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების უფროსმა, მთავარ მეცნიერ თანაშრომელმა იზოლდა მაჭუტაძემ ეკოკლუბის წევრებს  სემინარი ჩაუტარდა თემაზე ,,კოლხეთის დაბლობის ფლორისა გლობალური და საქართველოს წითელი ნუსხის სახეობები“. მომხსენებელმა  ისაუბრა იმ ჰაბიტატებისა და ფლორის მნიშვნელობაზე, რომლებიც განიხილება გლობალური IUCN Red List-ისა და საქართველოს წითელი ნუსხისთვის, ყურადღება გაამახვილა ასევე ჰართვისის და კოლხური მუხის სახეობებზე.

შეხვედრის მონაწილეებმა დაათვალიერეს ინსტიტუტის ტერიტორიაზე გამოყვანილი კოლხური მუხის ნერგები და საჩუქრად გადაეცათ რამდენიმე ნერგი.

ღონისძიება ჩატარდა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის პროექტის - ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა სოფლის განვითარებისათვის ქვეგრანტის ფარგლებში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა