ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა ლამზირი გორგილაძემ ჩაატარა სემინარი თემაზე: ,,ფიტოპათოგენური კულტურათა კოლექციის მნიშვნელობა და გამოყენება". მომხსენებელმა ისაუბრა ფიტოპათოგენთა კოლექციის არსებობის აუცილებლობაზე. იგი საჭიროა გარკვეულ ისტორიულ პერიოდში მიკროორგანიზმთა პოპულაციაში მიმდინარე ცვლილებების შესასწავლად, სელექციური საქმიანობაში აუცილებელი ხელოვნური ინფექციური ფონის შესაქმნელად, მცენარეთა დაცვის საშუალებების მისაღებად. ფიტოპათობენთა კოლექცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიკრობული მრავალფეროვნების შენარჩუნებასა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბიოტექნოლოგიურ წარმოებაში.
უკან |