ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

პროექტი კარტოფილის კიბოს კერების მოლეკულური მარკერებით დახასიათება

სურათი

ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის, გამძლეობის გენეტიკის განყოფილების მკვლევარებმა  ტრანსნაციონალური პროექტის „E320 (Molecular characterization of potato wart disease outbreaks) ფარგლებში ნიდერლანდებსა და პოლონეთს მიაწოდეს განყოფილების მიერ კლასიკური მეთოდებით შესწავლილი კარტოფილის კიბოს 8 ნიმუში. პროექტი E320 - კარტოფილის კიბოს კერების მოლეკულური მარკერებით დახასიათება-  ამოქმედდა 2012 წლის აპრილიდან. პროექტში ჩართულია 15 ქვეყნის 17 სამეცნიერო ორგანიზაცია, რომელთა შორის ერთ-ერთი ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტია. პროექტის მიზანია სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებული კარტოფილის კიბოს გამომწვევის გენომის დონეზე შესწავლა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა