აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ი) სოფლის მეურნეობის პროგრამის ,,მანდარინის ღირებულებათა ჯაჭვის“ კორდინატორი გიორგი ჯავახიშვილი და ფერმერთა ასოციაცია ,,სუბტროპიკი“-ის თავმჯდომარე ირაკლი სურმანიძე. შეხვედრის მიზანი იყო ინსტიტუტის თანამშრომელთა ჩართულობის ხელშეწყობა ინსტრუქტორ/ფერმერთა გადამზადების პროცესში.
უკან |